გურიის (ოზურგეთის) რაზმი რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წლების ომში
DOI:
https://doi.org/10.61491/yk.16.2024.9388საკვანძო სიტყვები:
საქართველო-ოსმალეთის ურთიერთობა, რუსეთოსმალეთის ომი (1877-1878), გურიის რაზმის ბრძოლაანოტაცია
ქართველ ხალხს არასოდეს შეუწყვეტია ბრძოლა ოსმალთა მიერ მიტაცებული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მიწა-წყლის
დასაბრუნებლად, თუმცა პოლიტიკურად დანაწევრებულ და დასუსტებულ ქვეყანას ამის ძალა არ შესწევდა. ვითარება შეიცვალა XIX საუკუნის დასაწყისიდან, როცა კავკასიაში გაბატონებისათვის აქტიური მოქმედებები დაიწყო რუსეთმა. მისი სწრაფვა, გაეფართოებინა გავლენა კავკასიასა და შავიზღვისპირეთში ოსმალეთის სამფლობელოების ხარჯზეც, იმჟამად ობიექტურად ემთხვეოდა კავკასიელთა (ქართველთა და სომეხთა) ინტერესებს, ვინაიდან საქმე ეხებოდა მათ ისტორიულ ტერიტორიებს.
XIX საუკუნის 70-იან წლებში ბალკანეთის კრიზისმა რუსეთსა და ოსმალეთს შორის მორიგი ომი გამოიწვია. საქართველოს ყველა მხარის
მოსახლეობა ენთუზიაზმით მიდიოდა ომში, რადგან სწამდა, რომ გამოჩნდა შესაძლებლობა ისტორიული სამხრეთ საქართველოს მიწა-წყლის ოსმალთაგან განთავისუფლებისა. განსაკუთრებით აქტიურობდნენ გურიის წარმომადგენლები, რომელნიც თავადაც კარგად იცნობდნენ „ოსმალობის“ სუსხს.
1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის პერიოდში კავკასიის ფრონტზე შეტევის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება იყო ბათუმი.
სწორედ ამ მიმართულებით იბძოდა სამხედრო დაჯგუფება, რომელსაც გურიის (ოზურგეთის) რაზმი ეწოდა.
წარმოდგენილ ნაშრომში საარქივო მასალებისა და პრესის ცნობების საფუძველზე განხილულია გურიის (ოზურგეთის) რაზმის მონაწილეობა საბრძოლო მოქმედებებში.

