ნოე ხომერიკი - თავისუფლებისათვის თავდადებული მამულიშვილი
DOI:
https://doi.org/10.61491/yk.16.2024.9392საკვანძო სიტყვები:
ქართველი სოციალ-დემოკრატები, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ნოე ხომერიკიანოტაცია
ქართველი სოციალ-დემოკრატი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიწათმოქმედების მინისტრი, ჟურნალისტი ნოე (ნაუმ)
ხომერიკი დაიბადა ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრის სოფელ მიქელ-გაბრიელში, დღევანდელ შრომაში.
გურული ყმაწვილის მთელი ცხოვრება ქუთაისთან იყო დაკავშირებული, სადაც სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელში ჩარიცხვასთან ერთად აქტიურად იყო ჩაბმული სოციალ-დემოკრატიულ მუშათა მოძრაობაში. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ნოე ხომერიკმა პრაქტიკა მშობლიურ გურიაში, თავად მიხეილ ნაკაშიძის მეურნეობაშ გაიარა. ამასთან ერთად, მონაწილეობდა ადგილობრივ გლეხთა გამოსვლებში, რის გამოც რამდენიმე თვე ქუთაისის ციხეში ჩასვეს.
მიზანმიმართულმა ახალგაზრდამ რევოლუციური საქმიანობა ბათუმში განაგრძო. ჟანდარმერიის დევნის გამო კვლავ ქუთაისში გადავიდა, სადაც რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის იმერეთის კომიტეტის მთავარი ორგანიზატორი გახდა.
ნოე ხომერიკი ქუთაისის პრესაში თანამშრომლობდა ფსევდონიმებით: „მუშა ხუ-ზი“ და „მუშა ხუნხუზი“. ავტორია ბროშურის – „სოფლის მუშათა მიმართ“ და გურიის გლეხთა მოძრაობის შესახებ ნარკვევის - „გლეხთა მოძრაობა გურიაში“.
მრავალჯერ გადასახლებისა თუ დატუსაღების მიუხედავად, ნოე ხომერიკს არჩეული მიზნიდან არასოდეს გადაუხვევია.
საქართველოს ეროვნული საბჭოსა და ამიერკავკასიის სეიმის წევრი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის „შრომის, გზათა და მიწათმოქმედების“ მინისტრი აქტიურად მონაწილეობდა აგრარულ რეფორმებში.
საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ნოე ხომერიკმა თავი სტამბოლს შეაფარა და 1922 წლის ოქტომბრის ბოლოს არალეგალური გზით დაბრუნდა საქარველოში. ჩეკამ იგი 1923 წლის 9 ნოემბერს დააპატიმრა. მან ჩვენება არ მისცა ძიებას. ერთი წლის შემდეგ, ქართველ პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად, გაურკვეველ სადგურზე დახვრიტეს.

