იტალიელი ისტორიკოსი და დიპლომატი ლუიჯი ვილარი გურიის შესახებ

ავტორები

  • ოთარ ნიკოლეიშვილი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.61491/yk.16.2024.9394

საკვანძო სიტყვები:

უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ, იტალიელი მოგზაურები საქართველოში, ლუიჯი ვილარი

ანოტაცია

საქართველოს ისტორიის შესახებ არსებულ უცხოურ წყაროებს შორის გამორჩეულად საინტერესო ადგილი უჭირავს იტალიელი ისტორიკოსისა და დიპლომატის ლუიჯი ვილარის (Luigi Villari - 1876-1959) წიგნს „ცეცხლი და მახვილი კავკასიაში“ (Fire and Sword in the Caucasus), რომელიც პირველად 1906 წელს გამოიცა ლონდონში. ამ შემთხვევაში ხაზგასმით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ლ. ვილარის მიერ სხვადასხვა ქვეყნის შესახებ დაწერილ შრომათა უმეტესობა უშუალოდ მის მიერ ნანახსა და მიღებულ შთაბეჭდილებებზეა დაფუძნებული, რაც კიდევ უფრო ფასეულს ხდის მათში მოცემულ ინფორმაციას. იტალიელი ავტორის ხსენებული წიგნის ღირსებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ იგი, სწორედ, ასეთ ნაშრომს წარმოადგენს და „ცეცხლი და მახვილი კავკასიაში“ ჩვენს ქვეყანაში 1905 წელს ავტორის მოგზაურობის დროს მიღებულ შთაბეჭდილებათა ამსახველი დოკუმენტური ტექსტია. იგი ძალზე ფასეულ უცხოურ წყაროს წარმოადგენს, რადგან მასში საქართველოს არაერთი ქალაქი და კუთხეა აღწერილი და დახასიათებული. წარმოდგენილ ნაშრომში ამჯერად წიგნის მხოლოდ იმ მონაკვეთზეა გამახვილებული ყურადღება, რომელშიც 1905 წლის რევოლუციური მოვლენების დროს საქართველოში, კერძოდ კი, გურიაში განვითარებული მოვლენებია აღწერილი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-09-30

გამოცემა

სექცია

სტატიები