ქაქუცა ჩოლოყაშვილის ოჯახის ტრაგიკული ფურცლები

ავტორები

  • მარინე სურმავა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.61491/yk.16.2024.9397

საკვანძო სიტყვები:

1924 წლის აჯანყება, ქაქუცა ჩოლოყაშვილი, საბჭოთა რეპრესიები

ანოტაცია

2024 წლის აგვისტოში შესრულდა 1924 წლის სახალხო აჯანყების 100 წლისთავი, რომლის მიზანი საბჭოთა ოკუპაციისაგან სამშობლოს
განთავისუფლება იყო. მიზეზთა გამო აჯანყება მარცხით დასრულდა და მას სისხლი, მასობრივი დახვრეტა და დაპატიმრება მოჰყვა. აჯანყების სულის ჩამდგმელი და მთავარი გმირი იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილი. იგი იყო ქართველი რაინდის განსახიერება, დინჯი, დარბაისელი ვაჟკაცი. მისი სახელი სამუდამოდ დაუკავშირდა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის მებრძოლ გმირებს. ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელს დიდი ხნის განმავლობაში ტაბუ ჰქონდა დადებული.
სტატიაში განხილულია ქაქუცა ჩოლოყაშვილის ოჯახის ტრაგედიის რამდენიმე ფურცელი; ოჯახისა, რომელსაც მთელი სიცოცხლის
განმავლობაში სდევნიდნენ, იჭერდნენ და შორეულ ციმბირში ასახლებდნენ. ოჯახის რამდენიმე წევრი დახვრიტეს, მათ მთელი სიცოცხლე შიშსა და ტანჯვაში გაატარეს. საინტერესოა ქაქუცას ქალიშვილების რამდენიმე მოგონება.
თამარის მოგონება: 1923 წელს დაიჭირეს ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის ოჯახი: მეუღლე ნინო მეღვინეთუხუცესი და ორივე
ქალიშვილი, 7 წლის თამარი (ციცნა) და 3 წლის ქეთი. მათთან ერთად დაიჭირეს მთელი სანათესაოს ქალები: სულხანიშვილები, ავალიშვილები, მეღვინეთუხუცესები და სხვა. ჩოლოყაშვილს კი შეუთვალეს დაგვნებდი, თორემ შენს უფროს ქალიშვილს ცოცხლად დავმარხავთო. ერთი წლის განმავლობაში არაადამიანურ პირობებში ყოფნის შემდეგ მეუღლე ნინო მეღვინეთუხუცესს გამოუცხადეს, ბავშვები თავისუფლები არიან და ვინმემ წაიყვანოსო, ოჯახს თავისუფალი ახლობელი აღარავინ ჰყავდა პაპის გარდა. ბავშვები ჯერ პაპამ - ილია მეღვინეთუხუცესმა წაიყვანა, რომელიც მალევე დააპატიმრეს. გოგონები მამიდა ანიკომ დროებით შეიკედლა. კახეთის სოფლებში ყველგან ქაღალდები ყოფილა გაკრული – ვინც ქაქუცას ბავშვებს შეიკედლებს ან მოუვლის, ყველას დავიჭერთო.
ამ შიშით მოცულ პერიოდში მოულოდნელად აღმოჩნდა ერთგული და უშიშარი ადამიანი: ეს იყო ოჯახის ყოფილი მოურავის - გიო ქიტიაშვილის ქალიშვილი ბაბია, რომელიც ფარულად მოდიოდა ხოლმე ღამ-ღამობით, ბავშვებს საჭმელს უმზადებდა, პურს უცხობდა და უვლიდა პატარებს. ბებია ანეტას დას - ვარო ანდრონიკაშვილს გვიან შეუტყვია ბავშვების ამბავი. თელავში დარჩენილ ნათესავებთან მიუყვანია ისინი, რომელსაც გულწრფელად უთქვამს, მეშინია, შვილები არ დამიჭირონო, საქათმეში შედით, თუ მკითხავენ, ვიტყვი ჩემი ნებართვის გარეშე შევიდნენ-თქო. იქ პატარები ერთი წელი იმყოფებოდნენ. შემდეგ ისინი დედამ და ბებიამ თბილისში გადმოიყვანეს. ბავშვები არც ერთმა სკოლამ არ მიიღო, მხოლოდ მე-18 სკოლის დირექტორმა ვახვახიშვილმა გაბედა მათი მიღება, ოღონდ გააფრთხილა, ნუ იტყვით, ვისი შვილები ხართო.

თამარი იგონებს: დედამ დამლაგებლად დაიწყო მუშაობა ვენდისპანსერში, მაგრამ ვერ გაუძლო იქ მუშაოაბას. ომის დამთავრებისთანავე ახალ სამსახურში დაიწყო მუშაობა, მაგრამ გვარის გამო გამოაგდეს.

ბევრი ტანჯვა – დამცირება, შიმშილი, გადასახლება გამოიარა ქაქუცას ცოლ-შვილმა.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-09-30

გამოცემა

სექცია

სტატიები