გვარსახელით მოთხრობილი ეთნიკურ-კულტურული ისტორია (გურიიდან და გურიაში მიგრირებულ გვართა ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით)
DOI:
https://doi.org/10.61491/yk.16.2024.9400საკვანძო სიტყვები:
ქართული გვარსახელები, ქართველთა ეთნიკურკულტურული ისტორია, ნათესაური ურთიერთობებიანოტაცია
ხალხის მეხსიერებაში (მუზეუმ-არქივში) შემონახული, „მართალის მომთხრობი“ ეთნოგრაფიული მასალები ქართველთა ეთნიკურკულტურული ისტორიის აღმწერი მატიანეა. იგივე შეიძლება ითქვას გურიიდან საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მიგრირებული და გურიაში ჩასახლებულ გვართა ისტორიების ამსახველი მასალების შესახებ.
ეთნიკურ-კულტურული ისტორიის, ქართველთა ცხოვრების შინაარსის, საზოგადოებრივ-ეკონომიკური და სოციალურ-კულტურული
ცვლილებების, შიდამიგრაციის მიზეზების შემცველ „მართალ“ ისტორიებში შემონახულია ქართული ყოფისთვის დამახასიათებელი არაერთი სინამდვილე: რეგიონის პირველმკვიდრი გვარების, გვარით სახელრქმეულ ადგილთა წარმოების, მონოგენური უბნების, რწმენა-რელიგიურობის და სალოცავთან დამოკიდებულების საკითხები, სისხლით და ხელოვნური ნათესაობითი ურთიერთობის ფაქტები და ამით შეპირობებული წესჩვეულებები, გვარის შიგნით მკაცრად დაცული ეგზოგამიურობის, სხვა მრავალი საინტერესო წეს-მახასიათებელი, ქართული ენის მრავალმხრივი შესაძლებლობები.
ნაშრომში განხილულია ის გვარები, რომელთა შესახებ უკვე ვწერდით. აგრეთვე გავაანალიზეთ იმერეთიდან, აჭარიდან, მესხეთიდან გურიაში და საქართველოს ამ კუთხეებში გურიიდან მიგრირებულ გვართა შესახებ მოძიებული ახალი ეთნოგრაფიული მასალები. გაანალიზებულია პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ მიზეზთა გამო მიგრირებულ გვართა რელიგიურ-კულტურული ყოფისა ენობრივი მახასიათებლები.
ირკვევა:
1. ყოფით-კულტურული ცხოვრების სხვადასხვა წესით გადმოცემული ქართველთა მენტალობის შესახებ;
2. ბუნებ¬რივი და ეკონომიკური გარემოებებით განპირობებული ცხოვრების წესები, მიგრაციის მიზეზები;
3. გარეშეთაგან თავსმოხვეული და შიდა პოლიტიკური, სოციალურეკონომიკური ურთიერთობებით გამოწვეული „საფრთხეებიანი ყოფის შედარებით შემამსუბუქებელი, გამაუმჯობესებელი“ ქმედებები;
4. რწმენა-სალოცავებთან დამოკიდებულება;
5. ნათესაური ურთიერთობები;
6. ეთნოგრაფიული ლექსიკისა და ქართული ენის მრავალმხრივი შესაძლებლობები.
ქართველობა თავისუფლად ყოფნის დაკარგვას არ ეგუებოდა და ამ საფუძველზე „ემორჩილებოდა განაჩენს სხვაგან, საქართველოს სხვა
კუთხეში ცხოვრებისას“.