1924 წლის აჯანყების სტრატეგიული კომუნიკაციების თავისებურებები
DOI:
https://doi.org/10.61491/yk.16.2024.9404საკვანძო სიტყვები:
სტარატეგიული კომუნიკაციები, 1924 წლის აჯანყების სტრატეგიული გეგმა, კომუნიკაციები საომარი მოქმედებების დროსანოტაცია
1924 წლის აგვისტოს აჯანყება ქართველთა ეროვნულგანმათავისუფლებელი მოძრაობის მნიშვნელოვანი თარიღია, ქართველების
დაკარგული დამოუკიდებლობის აღდგენისკენ გადადგმული გაბედული ნაბიჯი. ამის გამო ამ ისტორიულ თარიღს საბჭოთა და მათი
გავლენით უცხოელი ისტორიკოსები ხშირად მენშევიკების ავანტიურად წარმოაჩენდნენ, რომანტიულობას მიაწერდნენ და აკნინებდნენ ქართველი ხალხის თავისუფლებისკენ სწრაფვას. ათეული წლებით მეცნიერებისგან დამალული დოკუმენტებისა და არქივების ხელმისაწვდომობამ წინ მრავალი ნიუანსი წამოწია. 1924 წლის აჯანყების 100 წლისთავისთვის უკვე მრავალი კვლევა, წიგნი, მონოგრაფია და სტატია დაიწერა. ამ მასალების საფუძველზე განვიხილავთ ამბოხებულთა ლიდერების სტრატეგიული კომუნიკაციების თავისებურებებს.
აჯანყების მარცხი ისევე, როგორც ყველა დაწყებული საქმისა, მისი გამომწვევი მიზეზების განსჯაზე დაგვაფიქრებს. სწორი კომუნიკაციით მრავალი პრობლემის მოგვარება შეიძლება.
რა კომუნიკაციური სტრატეგია ჰქონდა შემუშავებული აჯანყების დამგეგმავებს და რამდენად სწორად იყო შედგენილი ეს გეგმა? სტატიაში ჩამოთვლილია ზოგადი შაბლონები, რომლებსაც აჯანყებულები კონსპირაციის წესების დაცვისთვის იყენებენ: არალეგალური სტამბები და გავრცელებული პროკლამაციები, აწყობილი შეხვედრების სისტემა დათქმული ადგილებით, კონსპირაციული ბინებითა და პაროლებით, უსაფრთხოების ზომებისთვის გათვალისწინებული კონტრთვალთვალი და სწრაფი გაფრთხილების სისტემები; სოციალური კავშირები მომხრეებით, აგენტებითა და სანდო ოჯახებით; მატერიალური უზრუნველყოფა; საერთაშორისო კავშირები. ხაზგასმულია მთავარი სირთულე - აჯანყებაში მონაწილეთა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში განლაგება და ემიგრაციაში მყოფ მთავრობასთან კომუნიკაციის სირთულე.
სტატიაში გავლებულია პარალელი საქართველოს საგანგებო კომისიის მოქმედებასთან, გამოკვეთილია მათი რიცხობრივი უპირატესობა და აგენტურული ქსელი როგორც თბილისში, ასევე მთელს ამიერკავკასიაში.
სტრატეგიული კომუნიკაციები, რომლებსაც იყენებდნენ ეროვნულგანმათავისუფლებელ მოძრაობაში, მართალია, აგებული იყო სწორი
სქემებით და ნაკარნახევი იყო მაღალი პატრიოტული მოტივებით, მაგრამ დაკარგული იყო მოულოდნელობის ეფექტი (გადამწყვეტ მომენტში ჩოლოყაშვილის 600-კაციანი რაზმიდან ბრძოლისთვის 60-ს ძლივს მოუყარეს თავი); მოქმედებდა აჯანყების ლიდერთა დაქსაქსულობა; პირველ რიგში, გაუთვალისწინებელი აღმოჩნდა საბჭოთა ცენტრალური ხელისუფლების როგორც რიცხობრივი უპირატესობა, ასევე რესპრესიების გამოცდილება და სისასტიკე.