დავით და კონსტანტინე მხეიძეები (ძიებაჲ ალაგისა მარტვილობისაჲ)

ავტორები

  • სტივენ ჯონსი ჰარვარდის უნივერსიტეტი ამერიკის შეერთებული შტატები, მასაჩუსეტსი, კემბრიჯი
  • გრიგოლ ქობალიანი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.61491/yk.16.2024.9405

საკვანძო სიტყვები:

არაბთა შემოსევები საქართველოში (VIII ს.), დავით და კონსტანტინე მხეიძეების წამების ადგილი

ანოტაცია

729-730 წლებში კავკასიაში 120-ათასიანი ლაშქრით მასლამას ბიძაშვილი მურვან იბნ მუჰამედი შემოიჭრა. ქართველებმა მას ყრუ, ხოლო
სომხებმა ავანაშარ - ამაოხრებელი შეარქვეს. ქართლის მოოხრების შემდეგ ისინი დასავლეთ საქართველოში გადავიდნენ, დაარბიეს ეგრისი და ციხეგოჯი, შეიპყრეს არგვეთის მთავრები დავით და კონსტანტინე მხეიძეები და ბოლოს ანაკოფიის ციხეს მიადგნენ, სადაც თავს აფარებდნენ ქართლის ერისმთავრები – მირი, არჩილი და აფხაზთა ერისთავი ლეონი. ცოტა სხვაგვარად აქვს აღწერილი ეს ამბავი ივანე ჯავახიშვილს, ეყრდნობა რა ჯუანშერის სიტყვებს, ხოლო არაბ, სომეხ და ბიზანტიელ ისტორიკოსებს ამ ლაშქრობის შესახებ არაფერი აქვთ ნათქვამი, რომ გამორკვეულიყო ზემოთ მოყვანილი ამბავი.
პირველად ეს ტექსტი შეისწავლა მ. საბინინმა და დაბეჭდა კიდეც წიგნში „საქართველოს სამოთხე“. ამის შემდეგ ტექსტი რამდენჯერმე
გამოიცა კ. კეკელიძის, ს. ყუბანეიშვილისა და სხვათა მიერ, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ რამე მნიშვნელოვანი განსხვავება მათ შორის არ არის. ჩვენი მიზანია, არსებული ტექსტის (ტექსტების) საფუძველზე დავადგინოთ დავით და კონსტანტინეს წამების ადგილი.
შეგვიძლია განვსაზღვროთ, რომ დავით და კონსტანტინე აწამეს რიონის სანახებში და ,,გვამნი მათნი გადააგდეს ტბასა შინა (რომელიც
შეექმნა მძლავრსა მდინარესა რიონს), ხოლო ტბის ზემოთ მდებარეობდა კოზმან და დამიანეს ტაძარი.
მდინარე რიონის დღევანდელი კალაპოტი არ გვაძლევს საშუალებას მოვიძიოთ ტბა, რომელიც, ჩვენი აზრით, ყურე უნდა ყოფილიყო, მაგრამ ძველ სურათებში, რომელთა მოძიებაც მოხერხდა ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში, კარგად ჩანს ტბაც და სხვა ლოკაციებიც. ეს ნაგებობანი XIX ს-ის 30-იან და XX ს-ის 10-იან წლებშია აშენებული და ყველგან, ცენტრში, ფიგურირებს ტბა, „რომელი შეექმნა მძლავრსა მდინარესა რიონს“. ე.ი. ჯერ კიდევ 1914 წელს მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე, სადაც ამჟამად სააპელაციო სასამართლო, სინაგოგა, წმ. გიორგის ტაძარი და მწვანეყვავილაა, არსებობდა უცნობი ავტორის მიერ მოხსენიებული ტბა, რომელიც მდინარე რიონზე ჰიდროელექტროსადგურის აშენების შემდეგ დაისილა და გაქრა, თუმცა კონტურები დღემდე შეინიშნება ხერთვისისა;
ანუ მშრალი, ხმელი ადგილი, სადაც გაირიყა წმინდანთა ნეშტები, დღემდე შემონახულია დღევანდელი სააპელაციო სასამართლოს ქვემოთ.
ამრიგად, ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, უკვე ეჭვს არ იწვევს, თუ სად ეწამა დავით და კონსტანტინე და როგორი იყო არცთუ შორეულ წარსულში მდინარე რიონის აღნიშნული ტერიტორია; თამამად შეგვიძლია მივუთითოთ „ალაგი მარტვილობისაჲ,“ რომელიც მდებარეობს თანამედროვე სააპელაციო სასამართლოს (რიონის მხრიდან), ქვემოთ მარჯვენა კუთხესთან, სინაგოგასა და წმინდა გიორგის ტაძრებს შორის არსებულ ტერიტორიაზე, რომლის ცენტრშიც მდებარეობს ე.წ. ტბა.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-09-30

გამოცემა

სექცია

სტატიები