ISSN 1987-9288
E-ISSN 2720-8311
სტატია გამოგზავნეთ ჟურნალის ელ.ფოსტაზე : k.library1873@gmail.com
ტექსტის პარამეტრები:
გვერდის ზომა - A4 ფორმატი;
ინტერვალი - 1,5;
არეები: ზედა და ქვედა – 20-20 მმ, მარჯვენა - 30 მმ, მარცხენა - 20 მმ.
ტექსტი: Microsoft Word; შრიფტის ზომა - 12; შრიფტის სახეობა: Sylfaen (ქართულისთვის), Times New Roman (სხვა ენებისთვის). ცხრილები და ნახაზები წარმოდგენილი უნდა იყოს ტექსტშიც და ცალ-ცალკე ფაილადაც; ნახაზები უნდა შესრულდეს TIFF, EPS, მაღალი ხარისხის PDF, JPEG, ცხრილები: Word, Word Perfect, RTF.
ტექსტში გამოყენებული ფოტოების ხარისხი - მინიმუმ 600 „დპი“ (სურათებს უნდა ახლდეს წარწერები).
ნაშრომის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 10 ნაბეჭდ გვერდს (დამოწმებული ლიტერატურის, ცხრილების, ნახაზებისა და სურათების ჩათვლით).
ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს მთავარი რედაქტორის სახელზე გამოქვეყნების თხოვნით და ავტორის ხელმოწერით.
ნაშრომი უნდა გაფორმდეს შემდეგი სახით:
- ავტორ(ებ)ის სრული სახელი, გვარი; სამუშაო ადგილი, აკადემიური ხარისხი, მისამართი, ტელეფონი, ელ. ფოსტა;
- ნაშრომის სათაური;
- მოკლე ანოტაცია;
- საკვანძო სიტყვები;
- ძირითადი ტექსტი;
- დასკვნა;
- რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენებზე.
სამეცნიერო პუბლიკაციაში ლიტერატურის დამოწმება
სამეცნიერო პუბლიკაციაში ციტირებული წინადადების შემდეგ მრგვალ ფრჩხილებში უნდა მიეთითოს ავტორისა თუ კომპილატორის (ავტორის არარსებობის შემთხვევაში, რედაქტორის, გამომცემლის...) ვინაობა, ნაშრომის გამოცემის წელი და შესაბამისი გვერდი; მაგ.: ფუტკარაძე 2016: 77. ორი ან მეტი ავტორის შემთხვევაში, პირველი ავტორის შემდეგ დაიწერება სამი წერტილი. დამოწმებული ლიტერატურის სიაში ნაშრომი ვრცლად მიეთითება შემდეგი წესების დაცვით:
- წიგნი ერთი ავტორით:
ფუტკარაძე 2016 - შ. ფუტკარაძე, ჩვენებურების ქართული, წიგნი მეორე, ბათუმი, 2016.
ერთი ავტორის ერთსა და იმავე წელს გამოცემული რამდენიმე წიგნის / სტატიის შემთხვევაში:
თოფურია 1942 ა - ვ. თოფურია, ზმნის უძველესი სუფიქსაციისათვის
ქართულში: საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, ტ. III, #5, თბ, 1942.
თოფურია 1942 ბ - ვ. თოფურია, დ- თავსართიანი ზმნები ქართულში: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები, ტ. XXV, თბ., 1942.
- წიგნი / სტატია ორი ან მეტი ავტორით:
იმნაიშვილი... 1996 - ი. იმნაიშვილი, ვ. იმნაიშვილი, ზმნა ძველ ქართულში, I-II ნაწილი, მაინის ფრანკფურტი, 1996.
- უავტორო წიგნი რედაქტორით ან კომპილატორით:
ჟორდანია 1897 - ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, შეკრებილი, ქრონოლოგიურად დაწყობილი და ახსნილი თ. ჟორდანიას მიერ, წ. 2, ტფ., 1897.
თაყაიშვილი 1913 - ძველი საქართველო, ტ. II, რედ. ექ. თაყაიშვილი, ტფ., 1913.
- სტატია ჟურნალიდან ან გაზეთიდან:
ჩანტლაძე 2017 - ი. ჩანტლაძე, ისტორიული სვანეთი ლინგვოკულტუროლოგიური თვალსაზრისით: ჟურნ. ქართველური მემკვიდრეობა, t. XXI, ქუთაისი, 2017.
თოფურიძე 1925 - დ. თოფურიძე, სამეგრელო და აშორდისტები: გაზ. „კომუნისტი“, #211.
- საგაზეთო სტატია ავტორისა და სათაურის გარეშე:
ცნობის ფურცელი 1899 - გაზ. `ცნობის ფურცელი~, ტფილისი, 1899, #723, 12 იანვარი.
- საენციკლოპედიო ან ქრესტომათიული სტატია:
შოშიაშვილი 1975 - ნ. შოშიაშვილი, აბუსერისძენი; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975.
- საისტორიო წყარო:
სამართლის ძეგლები 1970 - ქართული სამართლის ძეგლები, III, საეკლესიო საკანონმდებლო ძეგლები (XI-XIX სს.); ტექსტები გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ი. დოლიძემ, თბ., 1970.
ჟამთააღმწერელი 1987 - ჟამთააღმწერელი, ასწლოვანი მატიანე; ტექსტი გამოსაცემად მოამზადა რ. კიკნაძემ, თბ., 1987.
- ხელნაწერის აღწერილობა:
A ფონდის აღწერილობა 1973 - ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, ყოფილი საეკლესიო მუზეუმის (A) კოლექციისა, ტ. I, ელ. მეტრეველის რედაქციით, თბ., 1973.
- საარქივო მასალა:
ქცა, ფ. 22 - ქუთაისის ცენტრალური არქივი, ფონდი 22, საქმე 1396, ფურცელი 1.
შსსა, ფ. 14 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 14, აღწერა 6, საქმე 266, ფურცელი 104.
- ელექტრონული რესურსები (ელექტრონულ მასალას თან უნდა ახლდეს დამოწმების თარიღი). მაგ.:
http://ena.ge/explanatory-online. დამოწმება: 22.02.2019.
დამოწმებული ლიტერატურისა და წყაროების სია უნდა დალაგდეს ერთ რიგში ანბანის მიხედვით.
სარედაქციო საბჭო არ განიხილავს ნაშრომს, რომელიც წარმოდგენილი მოთხოვნების მიხედვით არ იქნება გაფორმებული. ასეთი ნაშრომი ავტორს დაუბრუნდება შესასწორებლად. წესების დაცვით სარედაქციო საბჭოში შემოსული სტატია ავტორის მითითების გარეშე სარეცენზიოდ გადაეცემა შესაბამისი დარგის ორ სპეციალისტს და გამოქვეყნდება ორივე რეცენზენტის დადებითი დასკვნის შემთხვევაში.
ნაშრომის ელექტრონული ვერსია გამოაგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე:
k.library1873@gmail.com
შენიშვნა:
ნაშრომის გამოქვეყნება ფასიანია.