ISSN 1987-9288
E-ISSN 2720-8311
ავტორთა საყურადღებოდ!
ჟურნალში ნაშრომის გამოქვეყნებისათვის ავტორმა უნდა შეავსოს განაცხადი.
ნაშრომის ენა: ქართული, რუსული, ინგლისური, გერმანული ან ფრანგული ენა.
ნაშრომის ზოგადი მოთხოვნები:
- ნაშრომს უნდა ჰქონდეს: სათაური, რეზიუმე/აბსტრაქტი, საკვანძო სიტყვები, ძირითადი ნაწილი, დასკვნა და ანბანის მიხედვით დალაგებული დამოწმებული ლიტერატურის სია.
- ნაშრომს შეიძლება ჰყავდეს რამდენიმე ავტორი (არა უმეტეს 3 ავტორისა); უნდა მიეთითოს ავტორ(ებ)ის შესახებ მონაცემები (სახელი, გვარი, ქვეყანა/ქალაქი, სამუშაო ადგილი, თანამდებობა, აკადემიური ხარისხი, საკონტაქტო ელექტრონული მისამართი, ტელეფონი).
- რეზიუმე უნდა მოიცავდეს თემის აქტუალურობას, კვლევის მიზანსა და ძირითად დასკვნებს. უნდა იყოს არანაკლებ 2500 სიმბოლო. გამოქვეყნებულ ქართულენოვან ნაშრომს უნდა დაერთოს ინგლისურენოვანი რეზიუმე, ხოლო უცხოენოვან ნაშრომს - ქართულენოვანი რეზიუმე.
- ნაშრომს ავტორმა უნდა დაურთოს საკვანძო 4-8 სიტყვა ქართულად და რეზიუმეს/ აბსტრაქტის ენაზე.