რეფერირება და სტატიის გამოქვეყნების კრიტერიუმები

 

ჟურნალ "წელიწდეულში" დასაბეჭდი ნაშრომის შერჩევის წესი

ჟურნალ "წელიწდეულში" გამოქვეყნდება ნაშრომი, რომელიც თემატურად და სტრუქტურულად შეესაბამება მოთხოვნებს და წარმატებით გაივლის რეცენზირებას. გამოსაქვეყნებლად შერჩეული ნაშრომის თემატიკა უნდა იყოს აქტუალური, შეიცავდეს გარკვეულ სიახლეს და ღირებულ დასკვნებს შესაბამისი მიმართულებების მიხედვით (რაც ასახული უნდა იყოს რეცენზენტების დასკვნაში).


ნაშრომის რეფერირების / რეცენზირების პროცედურა


ნაშრომი, რომელიც თემატურად შეესაბამება ჟურნალის პროფილს და გაფორმებულია დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, სარეცენზიოდ გადაეცემა შესაბამისი დარგის ორ ექსპერტს / რეცენზენტს. რეცენზირება ანონიმურია. რეცენზენტებად შეირჩევიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე მეცნიერები, რომლებსაც თავის დარგში მნიშვნელოვანი მიღწევები აქვთ. რეცენზენტი წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით აფასებს სარეცენზიო ნაშრომს და ავსებს შესაბამის ფორმას. რეცენზია დადგენილ ვადაში გადაეგზავნება რედაქტორ(ებ)ს.


ნაშრომის შეფასების კრიტერიუმები:


- საკვლევი თემის აქტუალურობა;
- ნაშრომის მეცნიერული სიახლე;
- ავტორის თვალსაზრისის დამაჯერებლობა;
- პროფესიული კეთილსინდისიერება;
- ენობრივი გამართულობა.


ჟურნალში ნაშრომები დაიბეჭდება ორივე რეცენზენტის დადებითი დასკვნის საფუძველზე. უარყოფითი რეცენზიის შემთხვევაში საბოლოო გადაწყვეტილებას ნაშრომის გამოქვეყნების შესახებ იღებს სარედაქციო საბჭო.