ვაჟა -ფშაველას „შვლის ნუკრის ნაამბობის“ სპარსული თარგმანისათვის
DOI:
https://doi.org/10.61491/yk.17.2025.12192საკვანძო სიტყვები:
ვაჟა-ფშაველა, მორთეზა ფათემი, „შვლის ნუკრის ნაამბობის“ სპარსული თარგმანიანოტაცია
სტატიაში განხილულია მორთეზა ფათემიის მიერ შესრულებული ვაჟა-
ფშაველას მოთხრობის „შვლის ნუკრის ნაამბობის“ სპარსული თარგმანი. შევნიშნავთ, რომ სპარსულიდან ქართულად თარგმნის მდიდარი ტრადიციის ფონზე, ქართულიდან სპარსულ ენაზე ნათარგმნი ლიტერატურის რაოდენობა გაცილებით ნაკლებია. ამიტომაც, მთარგმნელის მიერ გაწეული შრომა განსაკუთრებით დასაფასებელია. ნაშრომში ვსაუბრობთ მორთეზა ფათემის ძალზე საინტერესო ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.
ორიგინალისა და თარგმანის შედარებითი ანალიზის საფუძველზე შევეცადეთ, გამოგვევლინა თარგმნის პროცესში არსებული ლექსიკურ-სემანტიკური, სტილისტიკური და ფრაზეოლოგიური სირთულეები. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ვაჟა ფშაველას ენის ინდივიდუალურობას, რაც მთარგმნელისთვის განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს.
ტექსტობრივი ანალიზის შედეგად დგინდება, რომ მთარგმნელი ძირითადად, წარმატებით ინარჩუნებს ორიგინალის აზრობრივ ინვარიანტს, თხრობის დინამიკასა და ექსპრესიულობას. თუმცა, გარკვეულ შემთხვევებში, აღინიშნება ფრაზეოლოგიური ერთეულების ტრანსფორმაცია, გამოტოვება, ან აღწერილობითი გადმოცემა.
„შვლის ნუკრის ნაამბობის“ მთარგმნელის ოსტატობა უზრუნველყოფს ტექსტის მხატვრული და აზრობრივი სიმდიდრის შენარჩუნებას, რაც განაპირობებებს თარგმანის ადეკვატურობასა და მაღალ მხატვრულ ღირებულებას.
Downloads
გამოქვეყნებული
ციტირების წესი
გამოცემა
სექცია
ლიცენზია

This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.
CC BY 4.0 Attribution 4.0 International Deed ლიცენზიით ყველა უფლება ეკუთვნით ავტორებს. ჟურნალი სარგებლობს პირველი, ექსკლუზიური გამოქვეყნების უფლებით, საავტორო უფლებების მიღების გარეშე.

