საბჭოთა რეჟიმის მიერ რეპრესირებული ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ვარლაამი (მახარაძე) - დაბადებიდან 150 წელი

ავტორები

  • ლაშა დეისაძე-შარვაშიძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.61491/yk.15.2023.8041

საკვანძო სიტყვები:

ქუთაის-გაენათის ეპარქია, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ვარლაამი (მახარაძე), საბჭოთა რეპრესიები

ანოტაცია

ჩვენი სამშობლოსა და საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებე- ლი ეკლესიის ისტორია, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ახალი წელთაღრიცხვის ისტორიის მანძილზე წარმოადგენს საერთო სივრცეს. საუკუნეთა განმავლობაში საქართველოს ეკლესიის წიაღიდან მრავალმა ღირსეულმა მღვდელმთავარმა თუ მღვდელმსახურმა გამოიჩინა თავი განსაკუთრებული მოღვაწეობით, რომელთა შორის არაერთმა მათგანმა გმირულად და მოწამეობრივად დაასრულა თავისი ამქვეყნიური სიცოცხლე, თავი გაწირა სამშობლოსა და ეკლესიის კეთილდღეობისა და უკეთესი მომავლისათვის და შეუერთდა გმირებისა და მოწამეების ზეციურ დასს.

ხსენებულ გამოჩენილ და გმირულად აღსრულებულ მღვდელმთავართა შორის, საისტორიო თვალსაზრისით, ერთ-ერთ განსაკუთრებულ ადგილზე, სრულიად სამართლიანად, ბრძანდება ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ვარლაამი (მახარაძე) – საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მეცხრამეტე საუკუნის მიწურულისა და მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული მოღვაწე და მღვდელმთავარი.

მიტროპოლიტ ვარლაამის მოღვაწეობა ჯერ მღვდლის ხარისხში დაემთხვა რუსეთის იმპერიის კოლონიური მმართველობის პერიოდს

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-11-07

გამოცემა

სექცია

სტატიები