ზეპირსიტყვიერი რეალიები შოთა ნიშნიანიძის პოეზიაში

ავტორები

  • ნორა ნიკოლაძე-ლომსიანიძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.61491/yk.15.2023.8060

საკვანძო სიტყვები:

XX საუკუნის ქართული პოეზია, შოთა ნიშნიანიძის შემოქმედება, ხალხური მოტივები

ანოტაცია

მეოცე საუკუნის ქართველ მოღვაწეთა შორის, რომელთაც დიდი ამაგი დასდეს მშობლიური ხალხური შემოქმედების ცოდნის, გამოყენებისა და პოპულარიზაციის საქმეს, თვალსაჩინო ადგილი უჭირავს შოთა ნიშნიანიძეს. მიუხედავად ამისა, მისი მხატვრული შემოქმედება ქართული ფოლკლორისტიკის თვალსაზრისით დღემდე შეუსწავლელია. ეს მცირე ნაშრომი პოეტის ფოკლორული ასპექტით შესწავლის პირველი ცდაა.

შოთა   ნიშნიანიძემ   არაერთი   ხალხური   ნაწარმოები   გააცოცხლა, შთაბერა  მას  თავისი  პოეტური  სული  და  ქართველ  ხალხს მიაწოდა ღრმაიდეური და მაღალმხატვრული შესანიშნავი ორიგინალური ლექსები.

პოეტი  თავის  მხატვრულ  შემოქმედებაში  ურთავს  ხალხურ  ლექს- სიმღერებს, თქმულება-გადმოცემებს ისტორიული და სახალხო გმირების შესახებ,   ანდაზებს,   სიტყვის   მასალებს,   შელოცვებს,   წყევლას,   კაფიას, ვეცნობით   წეს-ჩვეულებებს,   რწმენა-წარმოდგენებს,   ტრადიციებსა   და სხვებს.

ნაშრომში მოყვანილია შესაბამისი ფოლკლორული რეალიები. შოთა ნიშნიანიძე ერთ-ერთი თვითმყოფადი და უაღრესად ეროვნული ქართველი პოეტია, რომლის კალამი ბატონობს მხატვრული სიტყვისა და აზრის საუფლოში. პოეტის ლექსების უმრავლესობას სიუჟეტით, მოტივებით, სახეებით ზეპირსიტყვიერების გავლენა ამჩნევია. ხალხური შემოქმედების გამოყენებით  პოეტის  ლექსები  მეტი  ბუნებრიობით,  უბრალოებითა  და მუსიკალობით გამოირჩევა, რითაც მკვიდრ ადგილს იჭერს თითოეული მკითხველის გულსა და გონებაში.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-11-07

გამოცემა

სექცია

სტატიები