დანიელ ფიფია - ბოროტებასთან მებრძოლი მხედარიბოროტებასთან მხედარი

ავტორები

  • ნანა აბულაძე დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი

DOI:

https://doi.org/10.61491/yk.16.2024.9375

საკვანძო სიტყვები:

დანიელ ფიფია, 1924 წლის აჯანყება, ბოლშევიკური რეპრესიები

ანოტაცია

დანიელ ფიფია XIX-XX საუკუნეების საზოგადო მოღვაწე, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული პიროვნებაა. იგი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის გულანთებული მებრძოლი იყო. ის გახლდათ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ზუგდიდის სამაზრო კომიტეტის პასუხისმგებელი პროპაგანდისტი. 28 წლის ჭაბუკი ბოლშევიკთა ხელისუფლების რეპრესიებმა შეიწირა გაუსამართლებლად, ცრუ ბრალდებით 1924 წლის სექტემბერში.
საყურადღებოა, რომ მისმა შემოქმედებამ გამოაღწია ბოლშევიკურ რეპრესიებს, იხილა დღის სინათლე და ჩვენ ნამდვილი პოეზიის ძალა გვაგრძნობინა. აღფრთოვანებაში მოვყავართ მის ლექსებს, პოემებს, პროზას, თარგმანებს და სხვა. უდავოა, რომ დანიელ ფიფიამ უსამართლობასთან ბრძოლის ქბრძოლის ქარცეცხლარცეცხლში გაატარა თავისი მებრძოლი სული, რამაც მას ში ბოროტებასთან შეურიგებელი მხბოროტებასთან მხედრის უედრის უკვდავი სახელი დაუმკვიდრა. კვდავი სტატიაში მთლიანობაში ვერ წარმოვაჩენთ დ. ფიფიას შემოქმედებას. ჩვენ შემოვიფარგლებით პოეტური ტექსტებით, რომლებშიც ანკარა წყაროს სისუფთავითა და სისპეტაკით მოედინება სამშობლოს სიყვარული და ბრძოლა უკეთესი მომავლისათვის.
დანიელ ფიფიას ცხოვრებამ მძიმე ტვირთის ტარება არგუნა. ობლობამ, მატერიალურმა სიდუხჭირემ, ჯანმრთელობის პრობლემამ ვერ ჩაახშო მასში სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარული და ბრძოლის ჟინი უკეთესი მომავლისათვის, რომლის სამსხვერპლოზე მან საკუთარი სიცოცხლე მიიტანა.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-09-30

გამოცემა

სექცია

სტატიები